უსაფრთხოება და კომფორტი მოგზაურობისას ყოველთვის უმთავრესი პრიორიტეტებია. mobineX-ი მუდმივად ცდილობს თავისი აბონენტებისთვის სამოგზაურო პროცესის გაუმჯობესებას, რათა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თავი მშვიდად და დაცულად იგრძნო. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია აბონენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საზღვარგარეთ ყოფნისას გაუთვალისწინებელი სამედიცინო ხარჯებისგან თავის დაზღვევა აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია. შენი უსაფრთხოების მიზნით, ამ საერთო ინტერესმა კიდევ ერთ დიდ კომპანიასთან გაგვაერთიანა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ახალი პარტნიორი სადაზღვევო კომპანია - BENEFITS გახდა.
BENEFITS-ის სამოგზაურო დაზღვევა
Global Benefits Georgia-ში შენ შეგიძლია შეიძინო სამოგზაურო დაზღვევა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაფარვით. სადაზღვევო პაკეტი საზღვარგარეთ ვიზიტის დროს გაუთვალისწინებელ ავადმყოფობასთან ან უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს.
კომპანიის ყველა სადაზღვევო სამოგზაურო პაკეტი ფარავს:
გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (ჰოსპიტალური და ამბულატორიული მომსახურება);
გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება;
გადაუდებელი ოფთალმოლოგიური მომსახურება;
გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაცია და რეპატრიაცია;
მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო დაწესებულებებით სარგებლობა;
სამედიცინო ასისტანსის მომსახურება 24/7 რეჟიმში.
ჯანმრთელობის რისკების გარდა, დაზღვევის დამატებითი პირობები ასევე მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა ფრენის გამოტოვება-გადადება, ბარგის დაგვიანება და ბარგის დაკარგვა. არჩევანის ეს მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევს, ზუსტად შენს პირად საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შეარჩიო.
Global Benefits Georgia-ს შესახებ
Global Benefits Georgia არის ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
mobineX - შენი უსაფრთხო და დაცული მოგზაურობისთვის
ჩვენი მთავარი მიზანი დასაბამიდანვე იყო შენთვის მარტივი, კომფორტული და უსაფრთხო მოგზაურობის უზრუნველყოფა. ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის როუმინგ ინტერნეტს, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე მოგზაურის მოთხოვნებს, რათა საზღვარგარეთ ყოველთვის სტაბილურ კავშირზე დარჩე.
მოემზადე შენი შემდეგი თავგადასავლისთვის ჩვენთან და BENEFITS-თან ერთად. დააზღვიე მოგზაურობა, შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული სადაზღვევო პოლისი, აქტიური ინტერნეტ პაკეტი და იმოგზაურე მშვიდად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
პაკეტები